გაეროს გენერალურ ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

03 ივნ 2025

გაეროს გენერალური ასამბლეის ახალ პრეზიდენტად ანალენა ბერბოკი აირჩიეს. გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ფარული კენჭისყრის შედეგად 167-მა სახელმწიფომ მისცა ხმა.

კენჭისყრის დროს მხოლოდ რუსეთმა გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება ბერბოკის კანდიდატურის მიმართ.

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ერთწლიანი ვადით ირჩევენ.