​მონიტორინგი კერძო საბავშვო ბაღებში

03 ივნ 2025

ბათუმის კერძო საბავშვო ბაღების სანიტარულ-ტექნიკური და ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი დაიწყო.

მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში ოთახებსა და კვების ბლოკში ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებენ, სისუფთავის ხარისხზე კი საანალიზო ნიმუშები აიღეს.  

წლის განმავლობაში 35-ვე კერძო საბავშვო ბაღი შემოწმდება.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პირველ ეტაპზე ბაღს მითითება მიეცემა, შემდეგ კი დაჯარიმდება.