სახალხო დამცველი მართველ გუნდში შრომის ინსპექციის შექმნის მოწინააღმდეგეებს მკვლელებს უწოდებს

08 მაი 2017

"ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ბოდიში პირდაპირობისთვის. მაგრამ ეს სიმართლეა.

ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო" - წერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

 

სახალხო დამცველი  სოციალურ ქსელ ფეისბუკში ტყიბულში მომხდარი ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა.