ტრამპი ჰააგაში ნატოს სამიტს დაესწრება - ლევიტი

04 ივნ 2025

დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა.

ორშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ჰააგაში ნატო-ს სამიტზე უკრაინა მიიწვიეს. ნატო-ს 2025 წლის სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.