ცენტრალურ მაგისტრალურ ქსელზე არსებული დაზიანების გამო გარკვეულ მისამართებზე შეიზღუდა წყალმომარაგება - "ბათუმის წყალი"

05 ივნ 2025

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ 600 მმ-იან ქსელზე არსებული დაზიანების გამო გარკვეულ მისამართებზე შეიზღუდა წყალმომარაგება.

მათივე ცნობით, დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლოა დაფიქსირდეს წყლის ამღვრევა.

როგორც "ბათუმის წყალში" განმარტავენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.