ხაშურში არასრულწლოვანი სახლში გარდაცვლილი იპოვეს - მომხდარზე გამოძიება დაიწყო

05 ივნ 2025

ხაშურში, ცხრა წლის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვეს, დედა კი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

შსს-ს ცნობით, ხაშურში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.