გვატემალაში ვულკანი „ფუეგო“ ამოიფრქვა

06 ივნ 2025

გვატემალაში  ვულკანი „ფუეგო“ ამოიფრქვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, მას შემდეგ რაც ვულკანიდან ფერფლისა და ლავის გამოყოფა გაიზარდა.

500-ზე მეტი ადამიანი თავშესაფარში გადაიყვანეს. ადგილზე შეჩერებულია სასწავლო პროცესიც. ყველაზე მეტად ორი თემი დაზარალდა.

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის განცხადებით, ვულკანური აქტივობა სავარაუდოდ, 40 საათს გაგრძელდება.