უკრაინის შეტევა რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე

06 ივნ 2025

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ ორ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს. უწყების ცნობით, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე აეროდრომის ტერიტორიაზე თავმოყრილი იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ 1 ივნისს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ავიაცია.

სარატოვის ოლქში განადგურებულია საწვავის სულ მცირე 3 რეზერვუარი.

დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. გენშტაბში აღნიშნავენ, რომ შეტევა რიაზანის ოლქში მდებარე დიაგილევოს სამხედრო აეროდრომზეც მიიტანეს.

ზარალის საბოლოო შედეგები დაზუსტების ეტაპზეა.