საგამოძიებო კომისიის სხდომა

06 ივნ 2025

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილს უსმენენ. სხდომაზე განიხილება ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

ვალერი შოშიაშვილმა  კომისიის წევრებს განუცხადა, დავით კირკიტაძის ძმამ, რომელიც ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, უწყებაში დაიბარა და თანამშრომლობა მოსთხოვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საბაჟოზე მისი კონტეინერები ვერ გავიდოდა.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ნების საწინააღმდეგოდ აიღო ბანკიდან სესხი და გადარიცხა „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით.