06 ივნ 2025
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონული განვითარების მინისტრს კახაბერ გულედანს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრს კახაბერ გულედანს შეხვდა - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
"შეხვედრის ფარგლებში რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განვიხილეთ.
ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიაა, აჭარა ოთხივე სეზონზე იყოს ტურისტული მიზიდულობისა და ეკონომიკური აქტივობის ცენტრი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კეთილდღეობა და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება რეგიონში, თანაბრად გადანაწილდეს მუნიციპალიტეტების მოსახლეობაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.