კონფერენცია  ბსუ-ში

09 მაი 2017

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოსა და უკრაინას შორის 25- წლიანი ურთიერთობებისადმი  მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს. უკრაინიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან მოწვეული სტუმრები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე მსჯელობენ. კონფერენცია ხვალ დასრულდება.