მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

08 ივნ 2025

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.

ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.

სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.