შს მინისტრი გეკა გელაძე ილია მეორეს რეზიდენციაში ესტუმრა

08 ივნ 2025

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე ოჯახთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს რეზიდენციაში ესტუმრა.

პატრიარქმა გეკა გელაძე და მისი ოჯახი დალოცა. ილია მეორემ მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.