მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

09 ივნ 2025

თინა ბოკუჩავას დღევანდელ განცხადებას ყოფილი პრეზიდენტიც გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ექსპრეზიდენტის თქმით, ეს არის უკიდურესად მხდალი რეჟიმის ქმედება.

ამასთან, სააკაშვილმა ოპოზიციას ერთობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ყველა, ვინც წავა არჩევნებზე, პირდაპირ თამაშობს რუსეთის თამაშს''.