09 ივნ 2025
გერმანიის ელჩსა და საქართველოში აკრედიტირებულ სხვა დიპლომატებს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა მიმართა და კომისიის სხდომებზე დასწრება შესთავაზა.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ თუ ელჩს აქვს დრო იმისთვის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესებს მუდმივად ესწრება, შეუძლია დაესწროს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებსაც, სადაც მოისმენს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს როგორ ილახებოდა ადამიანების უფლებები და როგორ აწამებდნენ მათ სასტიკად.
წულუკიანის თქმით ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ შეძლებს ელჩი ინფორმირებული შეფასებების გაკეთებას.