პრეზიდენტი ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

09 მაი 2017

ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარის გამო, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შრომის ინსპექციის ინტიტუტის შექმნა აუცილებელია და მსგავს შემთხვევებში უნდა მოხდეს მოქალაქეების მხარდაჭერა საკანონმდებლო დონეზე.