ხანძარი ბათუმში - ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა

09 ივნ 2025

ბათუმში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში, ერთ-ერთი ბინის სამზარეულოში გაჩნდა.

მომხდარის შედეგად დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.