თორნიკე შენგელია და „ვირტუსი“ სერია A-ს ფინალში არიან 

10 ივნ 2025

„ვირტუს ბოლონია“ სერია A-ს ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიას ლიდერობით ბოლონიელებმა მილანში, „ოლიმპია მილანოს“ აჯობეს და სერიაც თავის სასარგებლოდ დაასრულეს.

თორნიკე შენგელია საუკეთესო იყო: ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

„ვირტუსმა“ სერია 3:1 მოიგო და ფინალშია, სადაც „ბრეშას“ დაუპირისპირდება.