თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს 

13 ივნ 2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

გვარამიამ მისთვის დაკისრებული გირაო კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. სხდომას თავად ნიკა გვარამია არ ესწრება.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.