დაკავება დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე

13 ივნ 2025

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე საგამოძიებო  სამსახურმა ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებული საცხოვრებელ სახლსა და ავტომანქანაში, ინახავდა სარეალიზაციოდ განკუთვნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ბრენდულ უაქციზო თამბაქოს ნაწარმს. ამოღებულია 96 000 ლარის ღირებულების პროდუქცია.