მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

13 ივნ 2025

გორთან, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.  ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.