გადადებული ავიარეისები

13 ივნ 2025

ისრაელმა და ირანმა  მიმდინარე დაპირისპირების ფონზე საჰაერო სივრცეები დახურეს. შესაბამისად ავია რეისები გაუქმდა საქართველოდანაც. თელავივისა და თეირანის მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეისთვის ჩანიშნული 7, ხოლო თბილისის აეროპორტიდან 12 რეისია გაუქმებული. ჯერ ჯერობით უცნობია როდის აღდგება ავიამიმოსვლა ირანისა და ისრაელის მიმართულებით.