საგარეო უწყების გამოხმაურება

14 ივნ 2025

ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს. „ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას სიტუაციის დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.