გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი

16 ივნ 2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ და დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. 

გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, მოსამართლის ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.