აფხაზეთის მთავრობის ახალი თავმჯდომარე შეხვედრებს განაგრძობს

16 ივნ 2025

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ესტუმრა და პედაგოგებს შეხვდა.

ისაუბრეს სკოლაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე.  განიხილეს ინფრასტრუქტურული საჭიროებები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებიც.