16 ივნ 2025
საქართველოს სპორტის მინისტრმა სლოვაკეთის სპორტის სახელმწიფო მდივანსა და ტურიზმის სახელმწიფო მინისტრს უმასპინძლა.
სამინისტროს ინფორმაციით მხარეებმა ქვეყნებს შორის სპორტის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
იმსჯელეს სპორტის, განსაკუთრებით ზამთრის სპორტის მიმართულებით და ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.