17 ივნ 2025
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან. უწყების ინფორმაციით, იაგოდა ლაზარევიჩი თბილისში საქართველოსა და სერბეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების საინაუგურაციო ცერემონიაზე დასასწრებად იმყოფება.
შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
დადებითად შეფასდა თბილისში სერბეთის საელჩოს გახსნის შესახებ გადაწყვეტილება.