18 ივნ 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის მეღვინეობისა და მეცხოველეობის სფეროს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრის საკითხებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა მეღვინეობისა და მესაქონლეობის სფეროებში გამოცდილების გაზიარების და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.