18 წლამდელი „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიაში ითამაშებენ 

18 ივნ 2025

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, ტიერ 1-ის ქვეყნების გუნდებთან ერთად საერთაშორისო სერიაში მიიღებს მონაწილეობას და სამ შეხვედრას გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეები სამხრეთ აფრიკაში შარშანაც იმყოფებოდნენ და მაშინაც სამი მატჩი გამართეს იმ გუნდებთან, რომლებსაც წელსაც ეთამაშებიან.