„ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მე-8 რეგიონალური კონკურსის“ გამარჯვებულების დაჯილდოება

19 ივნ 2025

„ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მე-8 რეგიონალური კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში,  დაჯილდოვების პარალელურად გაიმართა  გალა კონცერტი. კონკურსის სხვადასხვა - საფორტეპიანო, საორკესტრო,  საგუნდო და ვოკალურ მიმართულებას მოიცავს, მასში ქალაქის სხვადასხვა სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. რეგიონალური კონკურსის მიზანი ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენაა.