საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

20 ივნ 2025

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია.

ჩვენმა ნაკრებმა ნახევარფინალში იაპონია 4-2 დაამარცხა.

გამარჯვებები ლაშა ბექაურმა (90კგ), გურამ თუშიშვილმა (+90კგ),მიხეილ ბახბახაშვილმა (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვეს. 

ფინალში საქართველოს მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრები იქნება.  ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.