საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

20 ივნ 2025

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ძიუდოს გუნდური ჩემპიონატი შერეული გუნდით ტარდება (სამი მამაკაცი, სამი ქალი), საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.