აშშ-მ ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა

22 ივნ 2025

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. ამის შესახებ თავის სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა.

თავდასხმები განხორციელდა ფორდოს, ნათანზსა და ისპაჰანში სადაც სამი ბირთვული ობიექტია, ამერიკის მხრიდან პირდაპირ ჩარევას კი მრავალმხრივი რეაქცია მოჰყვა მთელს მსოფლიოში.