„ქართველმა ჰალკმა“ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა 

23 ივნ 2025

ჩიკაგოში, მკლავჭიდში, ისტ ვესტის 18-ის ღონისძიებაზე 36 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლევან საგინაშვილმა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში იტალიელი ერმეს გასპარინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

საგინაშვილმა მეტოქეს ყველა რაუნდში აჯობა და საბოლოოდ 5:0 მოიგო. ეს იტალიელთან კარიერაში მისი მეორე გამარჯვება იყო. ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს პირველად 2024 წელს, დევონ ლარატის დამარცხების შემდეგ დაეუფლა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შეჯიბრებაში ლევან საგინაშვილმა მონაწილეობა კარიერაში მეორედ მიიღო.