საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი ჟენევაში

23 ივნ 2025

დევნილების საკუთარ სახლებში ღირსეული და უპირობო დაბრუნება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების აკრძალვა და მოსახლეობის უკანონო დაკავებები - ეს საკითხები განიხილება ჟენევაში, სადაც საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი იმართება.

ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებზე დღეს გაემგზავრა.

პირველი დღე ტრადიციულად, თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრებს დაეთმობა, ხოლო მოლაპარაკებათა 64-ე რაუნდი ოფიციალურად 25 ივნისს დაიწყება.