23 ივნ 2025
დღეს ბათუმში სტარტი აიღო მსოფლიო თასის გათამაშებამ ჭადრაკში რვიდან 12 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის.
ტურნირი ტრადიციულია და მას ბათუმი უკვე მესამედ მასპინძლობს. 10 დღის განმავლობაში ჩემპიონობისთვის 40-მდე ქვეყნის 300-მდე მოჭადრაკე იბრძოლებს.
ღონისძიება საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის, საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება.
მსოფლიო თასის გათამაშების გარდა გაიმართება მწვრთნელთა ბლიც-ტურნირი, ასევე გათამაშდება საჭადრაკო კომპოზიციების თასიც.
5-დან 28 ივლისის ჩათვლით ბათუმი ქალთა მსოფლიო თასს უმასპინძლებს.