გიორგი გვარაკიძე გენერალურ პროკურორად აირჩიეს

24 ივნ 2025

პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია. გიორგი გვარაკიძეს სხდომაზე მხარი დაუჭირა 83 დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ იყო.   

ახალი გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით აირჩიეს.

გიორგი გვარაკიძეს დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მან პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა.