ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს

24 ივნ 2025

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი საქართველოში არ ყოფნის პერიოდში ოქრუაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებელი შევიდა და ახალი ბრალი გააცნო.

ჭაბაშვილის თქმით, ბრალი ორი წლის წინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით, ადვოკატი განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.