მთავრობის ახალი ინიციატივა ნარკომანიასთან ბრძოლასთან დაკავშირებით

25 ივნ 2025

ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სრულად სახელმწიფო აიღებს - საკანონმდებლო ცვლილებები პრემიერ-მინისტრმა დააანონსა და პარლამენტსაც მიმართა, რომ ინიციატივა მომავალ კვირაშივე განიხილოს.

გარდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისა, მკაცრდება სახელმწიფოს პოლიტიკა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის კუთხითაც.