ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

26 ივნ 2025

ნორვეგიის საგარეო უწყების მიმართვა საქართველოს მთავრობას.

„ნორვეგია უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებისა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიების დასრულების მოწოდებით გამოდის“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ტექსტში აღნიშნულია,  რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავებები ქვეყნის დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს.