პარლამენტი „გახარია - საქართველოსთვის“ მანდატების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს

26 ივნ 2025

საპროცედურო კომიტეტი „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას მომავალი კვირისთვის გეგმავს.

თემაზე კომენტარი გაკეთდა პარტია საქართველოსთვის ოფისში, ტატა ხვედელიანის თქმით მმართველი პარტიის პრეროგატივაა, როგორ გადაწყვეტენ მანდატების შეჩერების საკითხს.

როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, არჩევნები არ ასახავდა ხალხის ნებას და მკაცრად მიყვებიან საკუთარ დღის წესრიგს.