ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

26 ივნ 2025

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. სახელწოდებით - „საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება“.

დებატები დღის მეორე სესიაზეა დაგეგმილი, რომელიც თბილისის დროით, 20 საათზე დაიწყება.