გარეული ცხოველების ჯანმრთელობის ზედამხედველობა 

27 ივნ 2025

ევროპელ და აზიელ კოლეგებთან ერთად ქართველი ვეტერინარები გარეული ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მეთოდებს განიხილავენ.

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიუსელის რეგიონულმა წარმომადგენლობამ შეიმუშავა გარეული ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომელიც მოიცავს მათი ჯანმრთელობის მონიტორინგსა და მართვას; დაავადებების გავრცელების შემთხვევაში კი, რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას ველური ბუნების სიჯანსაღის შექმნაში.