რა შენდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში

11 მაი 2017

ბათუმში კიდევ ერთი სახლი დაანგრიეს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ზონაში მდებარეობდა, თუმცა, ფარნავაზ მეფის 67-ში მდებარე სახლს სტატუსი არ ჰქონდა. როგორც გავარკვიეთ, აქ 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

მესამე სექტორში ბუნდოვან კანონმდებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შენობის სიმაღლე იქვე მდებარე ძეგლების საერთო იერსახეს არ შეეფერება.