ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია - შალვა პაპუაშვილი

28 ივნ 2025

ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპაუშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

პაპუაშვილის თქმით, ეს გერმანელებსაც ეხება.

„ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია! ეს გერმანელებსაც ეხება“, – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რუსთაველის გამზირზე, სადაც „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე შიმშილობენ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მივიდა.