საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

30 ივნ 2025

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

"საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე , პარლამენტის რიგგარეშე სესია 1 ივლისიდან მოიწვია.

პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.