იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საერთო სასამართლოებში ფოტოგადაღების, კინო, ვიდეოჩანაწერისა და ტრანსლაციის უკანონოდ განხორციელების პრევენციის შესახებ“ დადგენილების პროექტს აქვეყნებს

01 ივლ 2025

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტოგადაღების, კინო, ვიდეოჩანაწერისა და ტრანსლაციის უკანონოდ განხორციელების პრევენციის შესახებ“ დადგენილების პროექტს აქვეყნებს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს საერთო სასამართლოების მანდატურთა სამსახურებს, უზრუნველყონ აღნიშნული კანონის მე-131 მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებული აკრძალვების (სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-კინო-ვიდეოგადაღების, ტრანსლაციისა და აუდიოჩაწერის აკრძალვა) სათანადო აღსრულება“, - აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

დოკუმენტის თანახმად, დადგენილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მისი მიღებისთანავე ამოქმედდება.

დოკუმენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ არის მომზადებული.