ბაკურიანში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

02 ივლ 2025

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. 

უწყების ინფორმაციით, ამოღებულია 6 კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქანი. 

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, უკანონოდ მოპოვებული მასალა კი წაღვერის "საქმიან ეზოშია" გადატანილი.