პარლამენტმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ მარიამ ლაშხი აირჩია

02 ივლ 2025

პარლამენტმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ მარიამ ლაშხი აირჩია.

კომიტეტის თავმჯდომარედ მარიამ ლაშხის არჩევის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

მარიამ ლაშხის არჩევას მხარი დაუჭირა პარლამენტის 81-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი იყო.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მარიამ ლაშხმა გივი მიქანაძე შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრად დაინიშნა.