ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

02 ივლ 2025

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი FARA-სა და გრანტების შესახებ კანონზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

რაჟდენ კუპრაშვილმა კანონის აღსრულებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილე არასამთავრობოებს თანამშრომლობა შესთავაზა. მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ნაბიჯებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

ორი დღის განმავლობაში, ბიუროს ხელმძღვანელი 400-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდება.